„All-Star“-ის გამოკითხვას კვლავ ლებრონი და გიანისი ლიდერობენ - დასავლეთში დონჩიჩმა კარის გადაასწრო
„All-Star“-ის გამოკითხვას კვლავ ლებრონი და გიანისი ლიდერობენ - დასავლეთში დონჩიჩმა კარის გადაასწრო

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩამდე ცოტა დრო რჩება. მანამდე კი კვლავ მიმდინარეობს ხმის მიცემა და ირკვევა მონაწილეების ვინაობა. ჯერჯერობით გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა ლებრონ ჯეიმსს და გიანის ანტეტონკუმპოს აქვთ მიღებული. „All Star“-ის გუნდს 50 პროცენტი გულშემატკივართა ხმები გადაწყვეტს, 25-25 პროცენტი კი მედია და თავად კალათბურთელებზე გადანაწილდება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი NBA-ს სლოვენიელმა ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა სტეფ კარის გადაასწრო და დასავლეთ კონფერენციაში ის ხმის მიცემის შედეგად მეორეა. აღმოსავლეთში კაირი ირვინგი და კავაი ლეონარდი გიანისს ორი მილიონი ხმით ჩამორჩებიან. საინტერესოა, რომ ვეტერანი დუეინ ვეიდს 1.9 მილიონი ხმა აქვს და აღმოსავლეთში ის მეოთხეა.

საინტერესოა რამდენად იმოქმედებს საბოლოო შედეგზე გულშემატკივართა ხმები და რამდენად თანხვედრაში მოვა ის მედიის ან თუნდაც მოთამაშეების ხმებთან, თუმცა ფაქტია, რომ ახალგაზრდა სლოვენიელს NBA-ში საოცარი დებიუტი გამოუვიდა.