UFC-ის ამერიკელმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა (61 კგ) თანამემამულე ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირების თარიღი დაასახელა – ბრძოლა 7 მაისს ლას ვეგასში გაიმართება.
„ჰენრი სეხუდოს 7 მაისს შევხვდები. მოუთმენლად ველოდები ამ ბრძოლას და სრული სერიოზულობით ვემზადები“, – განაცხადა დივიზონის მოქმედმა ჩემპიონმა.
სტერლინგმა ქამარი 2021 წელს რუს მებრძოლს, პიოტრ იანს წაართვა, რომელსაც მსაჯებმა აკრძალული ილეთის გამო დისკვლიფიკაცია მისცეს. ჰენრი სეხუდო კი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
ალჯემეინ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის მეგობარია და ერთ დივიზიონში ასპარეზობენ. ქართველმა და ამერიკელმა მებრძოლებმა ბევრჯერ განაცხადეს, რომ ერთმანეთის წინაარმდეგ ოქტაგონზე არასდროს გავლენ. სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ სტერლინგს გადაწყვეტილი აქვს, დივიზიონი შეიცვალოს და სხვა წონით კატეგორიაში იბრძოლოს, რომ დვალიშვილს ჩემპიონობისკენ სავალ გზაზე არ გადაეღობოს.
შეგახსნებთ, რომ 12 მარტს ლას ვეგასში UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან მერაბი იანთან გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად, სატიტულო ბრძოლისთვის იქნება მზად.
ამასთანავე, ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარს, სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალჯამაინ სტერლინგს რუს სპორტსმენთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. თავად მერაბი პრესკონფერენციებზე ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქვეყანას, რომლის სახელითაც პიოტრ იანი ასპარეზობს.