ალისტერ ოვერიმი ეჭვობს, რომ კორონავირუსი გადაიტანა
ალისტერ ოვერიმი ეჭვობს, რომ კორონავირუსი გადაიტანა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმეწონოსანი ალისტერ ოვერიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა. მებძოლის თქმით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ეჭვი იმიტომ გაუჩნდა, რომ ტაილანდში ყოფნისას რამდენიმე ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

ოვერიმის განცხადებით, მან ვირუსი იოლ ფორმებში იმიტომ დაამარცხა, რომ ათლეტური აღნაგობა აქვს და ძლიერ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება.

„ახლა დროა, ყველამ ჯანმრთელ კვებაზე ვიზრუნოთ. ეს აძლიერებს იმუნურ სისტემას და ვირუსთან მარტივად გამკლავებაში გვეხმარება. მე ვფიქრობ, რომ ვირუსი იოლი ფორმებით ჩემი სპორტული ცხოვრების წესიდან გამომდინარე გადავიტანე“, – განაცხადა ოვერიმმა MMA Junkie-სთან საუბრისას.