ალისტერ კუცია თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ალისტერ კუცია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რაგბიში 2019 წლის მსოფლიო თასამდე წელიწადნახევრით ადრე სამხრეთ აფრიკის ნაკრები მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა.

ალისტერ კუციას გათავისუფლების გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა რადენიმე დღის წინ მიიღო.

ჟური რუ (სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ. მადლობას ვუხდით ალისტერს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ.”

ალისტერ კუცია: “მთელი გულით ვმუშაობდი ეროვნულ ნაკრებთან, თუმცა ჩვენი გზები გაიყარა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და მათი წარმატება ყოველთვის გამიხარდება.”

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 54 წლის მათავარი მწვრთნელის, ალისტერ კუციას ხელმძღვანელობით 25 მატჩი ჩაატარა. აქედან 11 მოგებით, 2 ფრედ, 12 კი მარცხით დაასრულა.