„ლივერპულის“ მეკარე ალისონმა გულშემატკივრებს ტრავმის შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბრაზილიელმა ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში დაზიანება მიიღო, რომელშიც „ლივერპულმა“ „ნორვიჩი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ის დებიუტანტმა ადრიანმა შეცვალა.
ალისონს კუნთი აქვს დაზიანებული და უეფას სუპერთასზე „ჩელსის“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ეს მატჩი 14 აგვისტოს გაიმართება.
„ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მე დავბრუნდები ძალიან მალე და უფრო ძლიერი ვიქნები“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ალისონმა.