ალისონმა 95-ე წუთზე გოლი გაიტანა და „ლივერპულს“ სამი ქულა მოუპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო ტურები მიმდინარეობს, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „ლივერპული“, „ჩელსი“ და „ლესტერი“ იბრძვიან.
თავის 36-ე მატჩს ატარებდა „ლივერპული“, რომელიც „ვესტ ბრომვიჩს“ ესტუმრა. იურგენ კლოპის გუნდი, იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ თამაშებს მოიგებს, ჩემპიონთა ლიგაზე გავა, შესაბამისად ამ შეხვედრაში მოგება მერსისაიდულ კლუბს ჰაერივით სჭირდებოდა. ანგარიში 1:1 იყო, როცა „ლივერპულმა“ კუთხური მოიპოვა. ჩაწოდების შემდეგ კი მატჩის 95-ე წუთზე გოლი ალისონ ბეკერმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლივერპულს“ 63 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში „ჩელსის“ ერთი, ხოლო „ლესტერს“ სამი ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში „ჩელსი“ და „ლესტერი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.