ალისონი მამარდაშვილისადმი „ლივერპულის“ ინტერესზე - ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ კლუბში მომავალზე ზრუნავავენ და მათი მესმის #1TVSPORT
„ლივერპულის“ 31 წლის ბრაზილიელ მეკარეს, ალისონს სჯერა, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი წელი აქვს წინ „ენფილდზე“ გასატარებელი, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას ცდილობს, – ამის შესახებ მან Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამუდამოდ აქ დარჩენას არავინ ვაპირებთ, მე კი უკვე ვბერდები! თუმცა მეკარისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, დიდი ენერგია მაქვს და კიდევ ბევრი რამ შემიძლია კლუბს მივცე და მინდა, „ლივერპულთან“ ერთად რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო.
მესმის „ლივერპულის“ პოზიციაც. გუნდის ხელმძღვანელობა იმავეს აკეთებს სხვადასხვა პოზიციაზე. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება, კლუბს კი მომავლის დაგეგმა სჭირდება.
ვფიქრობ, ეს (მამარდაშვილის ტრანსფერი) კარგი იდეა იყო. მე მის შესახებ ვიცოდი, სანამ ინფორმაციები სოციალურ ქსელში გამოჩნდებოდა და ეს ჩემთვის კარგი გზავნილია, რადგან კლუბს აინტერესებს ჩემი აზრი. ისინი სწორად იქცევიან, მაგრამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი მაქვს და აქ თამაში მიხარია. სანამ ბედნიერია კლუბი და ოჯახი, მანამდე გუნდში დავრჩები.
მე დამიკავშირდნენ და საუდის არაბეთის პრო ლიგაში გადასვლა შემომთავაზეს. ეს მიმზიდველი და სარფიანი ინტერესი იყო, მაგრამ ფეხბურთს სიყვარულისთვის ვთამაშობ და წასვლა არ მოვისურვე, რადგან „ლივერპული“ ჩემთვის ბევრს ნიშნავს“, – ამბობს ალისონი.