ალისონი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი გახდა
ალისონი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი გახდა

„ლივერპულის“ მეკარე ალისონი პრემია „სამბა გოლდის“ ლაურეატი გახდა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს.

ალისონი პირველი მეკარეა, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. საერთო ჯამში, მან გულშემატკივრების, ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების ხმების 35.54 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა „ლივერპულის” ფორვარდი რობერტო ფირმინო (23,48%), რომელიც შარშან ამ პრიზის მფლობელი გახდა. მესამეზე აღმოჩნდა „პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგო სილვა (10,46%).

ალისონმა 2019 წელს მოიგო კოპა ამერიკა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.