ალინა ურუშაძის შედეგი იუნიორთა გრანპრიზე
ალინა ურუშაძის შედეგი იუნიორთა გრანპრიზე

ზაგრებში გამართულ იუნიორთა გრანპრის მეექვსე ეტაპზე, ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ იასპარეზა. ორი პროგრამის ჯამში მან 153.58 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე გავიდა. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. გოგონების ერთეულთა კატეგორიაში 30 ქვეყნის 35 სპორტსმენი მონაწილეობდა. სეზონის საწყის ეტაპზე ქართველი მოციგურავის მიერ ნაჩვენები შედეგი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ დადებითად შეფასდა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიაში გამართულ იუნიორთა გრანპრიზე, საკუთარი მოკლე და თავისუფალი პროგრამები ქართველმა მოციგურავეებმა ოთხიდან სამ კატეგორიაში წარმოადგინეს. სპორტულმა წყვილმა, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ კი სპორტულ ცეკვებში ოქროს მედლები და გრანპრის ფინალის საგზური მოიგეს.