ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამა მესამე ადგილზე დაასრულა
ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამა მესამე ადგილზე დაასრულა

ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველებმა, ფიგურულმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ წყვილთა შეჯიბრზე იასპარეზეს.
ჩვენმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში 59.14 ქულა დაიმსახურეს, რაც რვა წყვილს შორის მესამე საუკეთესო შედეგია. პირველ და მეორე ადგილებზე, შესაბამისად – 71.74 და 60.45 ქულით რუსეთის წარმომადგენლები არიან.

ქართული წყვილი უახლოეს მდევრებს ამერიკისა და კანადის წარმომადგენლებს თითქმის 10 ქულით უგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 იანვარს თავისუფალ პროგრამაში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა ოლიმპიური თამაშების პრიზიორთა შორის მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებენ.