იუნიორთა შორის გრან-პრის მეექვსე ეტაპი , რომელიც გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სპორული წყვილის, ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავასათვის წარმატებულად დასრულდა.
ამ ეტაპზე სპორტულ წყვილებში სულ 10 ქვეყნის 15 მოციგურავე წყვილი მონაწილეობდა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 142, 05 ქულით ბუტაევამ და ბერულავამ რუსეთის, გერმანიისა და ჩინეთიდან გამოცდილი წყვილების შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავეს.
პოლონეთისა და ზაგრების ეტაპებზე მიღწეული ჯამური შედეგით, 268, 07 ქულით, ქართული წყვილი გახდა იმ 10 საგზურიდან ერთ-ერთის მფლობელი, რომელიც მათ იანვარში შვეიცარიაში დაგეგმილ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.