Algemeen Dagblad - „აიაქსის“ ახალწვეულებში უკმაყოფილება იზრდება, მიქაუტაძე მეტ დროს ელოდა, გუნდში ვან გაალი დაბრუნდა #1TVSPORT
„აიაქსის“ სათადარიგოთა სკამზე უკმაყოფილება იზრდება. არანაკლებ რვა ახალწვეული დარჩა სათადარიგოთა სკამზე „ვალვაიკის“ წინააღმდეგ შაბათს გამართულ შეხვედრაში, რაც ეს კლუბში დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის – ინფორმაციას Algemeen Dagblad ავრცელებს.
„კარლოს ფორბსი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მატჩის დასაწყისში გამოჩნდა. და, როგორც ეს ასე ხშირად ხდებოდა ბოლო კვირებში, ის კარგი იყო. თუმცა, იოსიპ სუტალოზე იგივეს ვერ ვიტყვით.
გუნდში უსიამოვნო ატმოსფეროა. რვა ახალწვეული სკამზე დასვეს და ისინი უკმაყოფილოები არიან. თუმცა, ეს ეხებათ არა ანტონ გაის და იაკოვ მედიჩს, რომლებიც შემცვლელებად მოიყვანეს, არამედ ჩუბა აკპომსა და გიორგი მიქაუტაძეს, რომლებიც ტრანსფერის შემდეგ მეტ სათამაშო დროს ელოდნენ“, – წერს გამოცემა.
„აიაქსმა“ წარუმატებელი სტარტის შემდეგ ლუი ვან გაალი კლუბის კონსულტანტად მიიწვია. ამსტერდამის გუნდში განაცხადეს, რომ ყოფილი მწვრთნელი სამეთვალყურეო საბჭოს ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება.