ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო ნესტამ განაცხადა, რომ შეძლებდა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის შეჩერებას. „მილანის“ ყოფილმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში ხშირად უწევდა ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, ხოლო მისი ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ბრაზილიელი რონალდო იყო.
„შევძლებდი ჰალანდი გამკლავებას, რადგან ბრაზილიელი რონალდოს წინააღმდეგ მითამაშია. ჰალანდი ძალიან კარგია, მაგრამ რონალდო გამორჩეული იყო. მითამაშია მესისა და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ, მაგრამ ბრაზილიელი რონალდო ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოთამაშე იყო.
როგორ დავუპირისპირდებოდი ჰალანდს? შევეცდებოდი მასთან ახლოს ვყოფილიყავი. როცა ის აჩქარებას იწყებს… ვეცდებოდი მისი მოძრაობის ბლოკირებას. თუ მას დიდ სივრცეს მისცემთ, თქვენ უძლური ხდებით“, – ამბობს ნესტა.