„პერუჯამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალესანდრო ნესტა დაითხოვა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
ლეგენდარული მცველის გაწვრთნილმა „პერუჯამ“ მერვე ადგილი დაიკავა სერია ბ-ში, რითაც სერია ა-ში გადასასვლელი პლეი ოფის თამაშის უფლება მიიღო, თუმცა პირველივე სტადიაზე დამარცხდა „ვერონასთან“ – 1:4 და ბრძოლას გამოეთიშა. ამის შემდეგ, ნესტა პოსტიდან დაითხოვეს. როგორც პრესა წერს, მის ადგილს „მილანის“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, მასიმო ოდო დაიკავებს.
43 წლის ალესანდრო ნესტა უფრო ადრე „მაიამის“ წვრთნიდა.