ალესანდრო კოსტაკურტა - 16 წლის მესის წინააღმდეგ გამართულ პირველივე მატჩში მე-15 წუთზე მოვითხოვე შეცვლა
„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ გაიხსენა თავისი დაპირისპირებები დიეგო მარადონასთან და ლიონელ მესისთან.
„მე წავაგე მესისა და მარადონას წინააღმდეგ. დიეგოზე შეგეძლო 66-ჯერ დაჯარიმებულიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ მიგეღო ყვითელი ბარათი. ლეოსთან მიმართებაში კი ყველაფერი სხვანაირადაა.
ისინი გენიალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ მესი უფრო მაგარია. პირველად ლეოს წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როცა ის 16 წლის იყო. გავიფიქრე, რომ ამ ბიჭთან ბრძოლაში ისე ვითამაშებდი, როგორც მომეხასიათებოდა. მაგრამ უკვე 15 წუთის შემდეგ ვთხოვე ანჩელოტის, რომ მინდვრიდან გავეყვანე,“ – თქვა კოსტაკურტამ.