„რომას“ მცველი ალესანდრო ფლორენცი ახალი სეზონიდან „მილანის“ ღირსებას დაიცავს.
იტალიის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი „მილანში“ 2022 წლამდე დარჩება. ალესანდრო ფლორენცი 25-ნომრიან მაისურს მოირგებს.
იტალიელმა გასული სეზონი „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ასევე იჯარის წესით გაატარა, მონაწილეობდა 31 მატჩში და ორი გოლის ავტორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ფლორენცი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „ტრანსფერმარკტი“ იტალიელ ფეხბურთელს 13 მილიონ ევროდ აფასებს.