ალექსის სანჩესს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, „მანჩესტერი“ შეკრებას მის გარეშე დაიწყებს
ალექსის სანჩესს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, „მანჩესტერი“ შეკრებას მის გარეშე დაიწყებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, თუმცა ახალი სეზონისთვის მზადების პირველ ნაწილს ჩილელი ალექსის სანჩესის გარეშე გაივლის. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა არ მისცეს.

2018 წლის თებერვალში, ჩილელმა ესპანეთის სასამართლოსგან 16-თვიანი პირობითი სასჯელი მიიღო გადასახადების დამალვის გამო.

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი სახის თაღლითობისთვის გასამართლებული პირს აკრძალული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.

სანჩესის ადვოკატები ცდილობენ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას, მაგრამ პრობლემის მოგვარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, – იტყობინება BBC.