ალექსეი არესტოვიჩი - პუტინთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, იქნებ, ზავი დავდოთ? ამ ზავს ეშმაკურად დავდებთ, რუსეთი და უკრაინა დასავლეთის წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელს შევიტანთ
რას ვიღებთ რუსეთი და უკრაინა ორი რაიონული ცენტრისთვის 20 000 დაღუპულით ორივე მხარეს, რას მივაღწიეთ ასეთს ისტორიული თვალსაზრისით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა იულია ლატინინას იუთუბარხზე გასულ გადაცემაში განაცხადა.
„ახლა ერთმანეთს ვხოცავთ – ასობით, ათობით ათას ადამიანს ავდეევკისთვის, ჩასოვი იარისთვის. რისთვის? რას ვიღებთ ამით რუსეთიც და უკრაინაც? რას ვიღებთ ორი რაიონული ცენტრისთვის 20 000 დაღუპულით ორივე მხარეს? რას მივაღწიეთ ასეთს ისტორიული თვალსაზრისით? მოვეწონეთ ბიძიებს ვაშინგტონისა და ბრიუსელის სამხარეო კომიტეტებიდან, რომლებიც ჩვენ გარშემო დგანან და ტაშს გვიკრავენ, როდესაც ხედავენ, როგორ ახტება ერთმანეთს ორი დანით შეიარაღებული მაიმუნი. რაში გვჭირდება ეს? პუტინთან კი სხვა საუბარია. პუტინთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: „ძვირფასო მეგობრებო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, იქნებ, ზავი დავდოთ? მაგრამ ამ ზავს განსაკუთრებით ეშმაკურად დავდებთ: დასავლეთის წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელს შევიტანთ: რუსეთი და უკრაინა ერთად“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.