ალექსეი არესტოვიჩი - დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა
ალექსეი არესტოვიჩი - დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა

დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელის თქმით, დასავლელი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მნიშვნელოვნად ეხმარებიან.

„დასავლეთი გვშველის ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ახლა რომ არ დაგვეხმარონ ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, რომ ლვოვის დაცვაზე ვილაპარაკებდით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ მშიშრები ვართ, უბრალოდ არაფერი გვექნებოდა თავის დასაცავად. ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს დასავლეთის დახმარების წყალობით. ჩვენ ვიცავთ უკრაინას, ვამყარებთ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის დახმარების წყალობით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მათი, რადგან, ფაქტობრივად, ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს გადარჩენას და ზოგადად, ჩვენი კულტურის შენარჩუნებას. პუტინს სურს, გაანადგუროს კულტურა და არა უბრალოდ ქვეყანა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

დატოვე კომენტარი