ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის არმია რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ლიკვიდირებას ცდილობდა
უკრაინის არმია რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ლიკვიდირებას ცდილობდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ვალერი გერასიმოვზე თავდასხმის მცდელობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში განხორციელდა.
ცოტა ხნის წინ „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ვალერი გერასიმოვი დონბასში იმყოფებოდა და აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინის არმიის იერიში იმ ბაზაზე, სადაც რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი იმყოფეობდა.
„ნება მომეცით, გავამხილო საშინელი საიდუმლო. გერასიმოვი იზიუმში იყო და ჩვენ გერასიმოვს დავარტყით. ასე იყო. გადავფარეთ ის შტაბი, რომელშიც ის იმყოფებოდა, გავანადგურეთ ნულამდე. იქ გერასიმოვის გარეშეც დაიღუპა საკმარისი რაოდენობის უფროსი ოფიცერი, გვარდიელი და ა.შ. მაგრამ მან ცოტა ადრე მოახერხა გასვლა. ვერ მოვასწარით“, – თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.