ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ექვსი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
87 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გობაძე ჩემპიონი გახდა, ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.
24 თებერვალს მედლები დარჩენილ 3 წონაში – 72, 77 და 82 კგ-ში გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების ღირსებას რამაზ ზოიძე, ოთარ აბულაძე (ორივე 72 კგ), იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (სამივე 77 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) დაიცავენ.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყება.