ალექსანდრე მერკვილაძე „ბიგ ვესტში" ითამაშებს
ალექსანდრე მერკვილაძე „ბიგ ვესტში" ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე მომავალი სეზონიდან „ენ სი ეი ეი“ (NCAA) ლიგის პირველ დივიზიონში იასპარეზებს.

მერკვილაძე ამჟამად საქართველოს 18 წლამდე ნაკრების წევრია. ის ამჟამად უმაღლესი სკოლის მოდესტო კრისტიანის ღირსებას იცავს. ქართველი კალათბურთელი უკვე შეუთანხმდა „კალ სტეიტ ნორტრიჯის“ კოლეჯს და ამ გუნდის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს.

ალექსანდრე მერკვილაძე 18 წლამდე ნაკრებში 2019 წლამდე მატჩში საშუალოდ 10.8 ქულას, 5.5 მოხსნასა და 1.4 პასს აგროვებდა.