ალექსანდრე მარტინოვიჩი - პანდემიისას განსხვავებული მიდგომები არ უნდა იყოს
ალექსანდრე მარტინოვიჩმა საქართველო-ბელარუსს შორის ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრების ახალი თარიღი არალოგიკურად მიაჩნია. ამავე დროს, ბელარუსის ნაკრებისა და რუსული „კრასნოდარის“ ცენტრალური მცველისა და კაპიტნის აზრით, თამაშები ყველგან უნდა შეწყდეს – ამით მიანიშნა, რომ ბელარუსში თამაშების ჩატარება გაუმართლებელია.
„თუ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადადეს, რა აზრი აქვს ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრების მატჩების ივნისში გამართვას? ამავე დროს, ჩემი აზრით, პანდემიის პირობებში არ უნდა იყოს განსხვავებული მიდგომები – ახლა კი ერთნი თამაშობენ და მეორენი ისვენებენ. თუ ევროპულ ფეხბურთს აჩერებენ, მაშინ ყველგან ასე უნდა იყოს. გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა“ – აცხადებს ალექსანდრე მარტინოვიჩი.
ისევე როგორც ჯანო ანანიძეს, ალექსანდრე მარტინოვიჩსაც მატჩის გადადებამ სულზე მიუსწრო, საქმე ისაა, რომ ბელარუსების ცენტრალური მცველი თებერვალში დაშავდა და 26 მარტს თამაშს ვერაფრით მოახერხებდა.