ალექსანდრე იაშვილმა გერმანულ გამოცემასთან ჩაკვეტაძეზე ისაუბრა - მივულოცავ „ჰამბურგს“, ჩაკვეტაძეს შეუძლია, გუნდს დაეხმაროს #1TVSPORT
გერმანულ გამოცემა „ჰამბურგერ აბენდბლატთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და „ფრაიბურგის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ალექსანდრე იაშვილმა „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძის გადასვლაზე ისაუბრა და განაცხდა, რომ გუნდისთვის ქართველი შემტევი შენაძენია.
„იაშვილი „ჰამბურგს“ ულოცავს – ჩაკვეტაძე დაეხმარება“
„ჰამბურგმა“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე პოზიციები გიორგი ჩაკვეტაძით გაიმყარა. ნახევარმცველი იჯარით „გენტიდან“ გადავიდა. ამ ქვეყანაში ქართველს ჯერჯერობით, შესაძლოა, მხოლოდ სპეციალისტები იცნობდნენ. ალექსანდრე იაშვილის თქმით, ეს ვითარება, შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
ბუნდესლიგაში ნათამაშები თავდამსხმელი „ჰამბურგის“ ახალწვეულს კარგად იცნობს აქტიური სათამაშო პერიოდიდან დროიდან. ჩაკვეტაძემ საფეხბურთო კარიერაში პირველი ნაბიჯები „დინამო თბილისში“ 16 წლის ასაკში გადადგა.
„როდესაც პირველად ის მოედანზე ვნახე, მივხვდი, რომ აქვს ისეთი უნარები, რაც სხვებს არ გააჩნიათ“, – ამბობს იაშვილი.
შემიძლია, მხოლოდ მივულოცო
როგორც საქართველოს ფეხბურთის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ჩაკვეტაძის კარიერას ყურადღებით ადევნებს თვალს. 44 წლის იაშვილი ძალიან მოხარულია მისი „ჰამბურგში“ ყოფნით, სადაც სპორტული დირექტორი „კარლსრუეში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი მიხაელ მუტცელია: „მას შემიძლია მხოლოდ მივულოცო გიორგისთან შეთანხმება. ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ დაეხმარება“.
იაშვილის გადმოსახედიდან, ჩაკვეტაძისთვის მნიშვნელოვანია ახალ გარემოში კარიერის თავიდან დაწყება გარკვეული წარუმატებლობის, განსაკუთრებით მუხლის ტრავმის შემდეგ – „მისი მიზანია აჩვენოს, რომ მაინც განსაკუთრებული მოთამაშეა”.
ახალბედა ფეხბურთელი შეტევაში საკმაოდ მრავალმხრივია. ძირითადად, გიორგი თავდამსხმელების უკან გამწესებული კრეატიული მოთამაშეა, მაგრამ მუტცელს შეუძლია მისი ფრთებზე გამოყენებაც, სადაც „ჰამბურგს“ ფარიდე ალიდუსა და ბეკერი ჯატას ალტერნატივა არ ჰყავს.
„ჩაკვეტაძეს შესანიშნავი უნარები გააჩნია, მაგრამ „გენტში“ გატარებული არც თუ ისე მარტივი პერიოდის შემდეგ ფორმაში უნდა შევიყვანოთ“ – ეს „ჰამბურგის“ სპორტული დირექტორის, მიხაელ მუტცელის სიტყვებია“.