ალექსანდრე იაშვილი - სიგუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - სიგუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგაზე უკრაინასა და ჩეხეთთან მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადებაზე, ასევე 21-წლამდელთა ნაკრების ხორვატიასთან პლეი ოფის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

„ყველამ ვნახეთ, ახალგაზრდული თუ ეროვნული ნაკრების დონეზე ევროპის ჩემპიონატზე თამაში რამხელა მოვლენაა, გუნდის თამაშში კი გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. იმედი მაქვს, რომ მომავალ შეხვედრებზე სტადიონი აუცილებლად შეივსება.

რა თქმა უნდა, მოედნის საფარის მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბათუმის სტადიონის მდგომარეობას რაც შეეხება, იქ ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის მატჩებს შეგნებულად არ ატარებდა, რომ უკრაინასთან თამაშისთვის საფარი იდეალურ მდგომარეობაში ყოფილიყო.

რაც შეეხება გაბრიელ სიგუას მდგომარეობას, არის თუ არა სათამაშოდ მზად. ის ძალიან ნიჭიერი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მიხარია, რომ ახლა ჯანმრთელადაა. ეს მთავარია, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის გაბრიელი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას 16 და 19 ნოემბერს გამართავს – ჯერ უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში ოლომოუცში ჩეხეთს ესტუმრება. ახალაგზრდული ნაკრები კი ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას 15 ნოემბერს – შინ, ხოლო 19-ში სტუმრად დაუპირისპირდება.