ალექსანდრე იაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ შედეგზე ჯგუფის ყოველ შეხვედრაში ვიფიქროთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„თუ გადავხედავთ, ყველა ჯგუფი თანაბრად დაკომპლექტდა და იოლი არც ერთი არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთან საინტერესო და ძლიერი ნაკრებები მოხვდნენ. შესარჩევი ციკლი მარტში დაიწყება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროისთვის ძალიან კარგად ვიქნებით მზად. რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ დღეს თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. ამიტომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვნია, რომ შედეგზე ყოველ შეხვედრაში ვიფიქროთ“, – აცხადებს ალექსანდრე იაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ევროპის ზონის B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებები.