ალექსანდრე იაშვილი - მნიშვნელოვანია, ფუტსალში ასეთი ხარისხის ჩემპიონატი რომ ჩატარდა
საქართველოს ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩში თსუ-მ „თელასს” 3:2 მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა.
დასრულებულ სეზონზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.
„დაძაბული ჩემპიონატი იყო. მოთამაშეებისთვის და ზოგადად, ამ სპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ხარისხის შეჯიბრია. სამმატჩიანი ფინალი გამოვიდა, რაც მეტყველებს თუ როგორი ხასიათის იყო შეხვედრები. ვულოცავ თსუ-ს ამ წარმატებას“, – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.