ალექსანდრე იაშვილი - მიზანი უცვლელია, ერთა ლიგის ჯგუფში ამჯერადაც პირველობა გვსურს
ალექსანდრე იაშვილი - მიზანი უცვლელია, ერთა ლიგის ჯგუფში ამჯერადაც პირველობა გვსურს
ამსტრედამში გამართული ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის წილისყრას ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა და მეტოქეებზე და ჯგუფზე კომენტარი გააკეთა.
 
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, საქართველომ წარმატებისთვის უნდა იბრძოლოს C2 ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებები იქნებიან.
„რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის“ – ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, ერთა ლიგის გათამაშება საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია: „ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ“.