ალექსანდრე იაშვილი - გვსურდა, რომ ანტალ იაკობაშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მან არჩევანი უნგრეთის სასარგებლოდ გააკეთა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ვერ ითამაშებს. ანტალ იაკობაშვილის საკითხზე კი განაცხადა, რომ მან უნგრეთის ნაკრებში თამაში ამჯობინა.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ „დინამო არენაზე“ გვეთამაშა. ძალიან საწყენია, რომ ეს ვერ მოხერხდა. სტადიონს ამჟამად არ შეუძლია, პირველ იარუსზე გულშემატკივარი მიიღოს. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ნაკრები კვლავ „დინამო არენაზე“ ითამაშებს.
ჯერ კიდევ პლეი ოფის თამაშებამდე ვესაუბრეთ ანტალ იაკობაშვილს და გვსურდა, რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ უარი თქვა. რამდენიმე დღის წინ კი შეგვატყობინა, რომ არჩევანი უნგრეთის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა“.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას 7 სექტემბერს ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთს შეხვდება.
ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.