ალექსანდრე იაშვილი - ჩავთვალეთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში ჯაბა გუნდში უნდა ყოფილიყო #1TVSPORT
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაზე ილაპარაკა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაასახელა.
„ჩავთვალეთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში ჯაბა გუნდში უნდა ყოფილიყო. მას საოცარი ემოცია ჰქონდა, როდესაც ეს ამბავი ვუთხარით. ის ძალიან ბედნიერია, რომ გუნდს დაეხმარება.
ახლა მთავარია ერთიანობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ და ამისთვის ერთსულოვნება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მიზანს მივაღწიოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ველოდებით, რომ ყველა ჯანმრთელი ჩამოვა. საგურამოში ვივარჯიშებთ, სადაც დახურული ტერიტორია და საუკეთესო სავარჯიშო პირობებია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო – ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.