ალექსანდრე დარახველიძე - ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას შეეხებოდა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, დადგინდეს და მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდეს.
„სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით. ახდენენ უამრავი ვიდეო ჩანაწერის დაიდენტიფიცირებას, კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას. პირველივე დღეს სამი პირი დავაკავეთ, გუშინ ოთხი პირი დაკავდა. დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ როდესაც ვიძიებთ „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის ფაქტს, პრაიდის ოფისზე თავდასხმის ფაქტს და გახოკიძის ქუჩაზე ადამიანის უფლებათა სახლში მომხდარ ფაქტს, სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, ნაკლებად თანამშრომლობენ და თითქმის უარს აცხადებენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს გამოძიებას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „თბილისი პრაიდის“ კვირეულში გამართული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.