ალექსანდრ ვოლკანოვსკი - ილია თოფურია ფიქრობს, რომ უკვე ჩემპიონია და მე მისი განწყობის შეცვლას ვაპირებ #1TVSPORT
ალექსანდრ ვოლკანოვსკი - ილია თოფურია ფიქრობს, რომ უკვე ჩემპიონია და მე მისი განწყობის შეცვლას ვაპირებ #1TVSPORT

18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

35 წლის ავსტრალიელმა FREESTYLEBENDER-ის პოდკასტში მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ვოლკანოვსკის თქმით, ილია ძალიან ძლიერი მებრძოლია, თუმცა თავად სხვა დონეზეა და ქართველთან გამარჯვებას გეგმავს.

„თავს კარგად ვგრძნობ, აქტიურად ვვარჯიშობ და ვემზადები თოფურიასთან ბრძოლისთვის. ის პოპულარულია და მე მასთან ჩხუბი მსურდა. ილია ფიქრობს, რომ უკვე ჩემპიონია, მაგრამ მე ვაპირებ, მას ეს განწყობა შევუცვალო, ხალხი ამას 17 თებერვალს (თბილისის დროით 18 თებერვალს) იხილავს.

ჩემი ცხოვრებისა და კარიერისთვის ახლა მისი დამარცხება იდეალური იქნება, რადგან ოქტომბერში, ისლამ მახაჩევთან მარცხის შემდეგ ყველა მე მაკვირდება. ჩემსა და ილიას შორის ასაკშიც სხვაობაა და ესეც განხილვის თემაა. ფიქრობენ, მას გამარჯვება შეუძლია, მე კი მიყვარს, როცა ადამიანებს ვარწმუნებ, რომ ცდებიან.

ილია ჯერ სუპერვარსკვლავი არაა და მან ეს უნდა გაითავისოს, ეს სტატუსი უნდა გამოიმუშავოს. მე უკვე ვიბრძოლე და მოვიპოვე პატივისცემა, საჩემპიონო ქამარი და ყველაფერი ის, რაც ახლა მაქვს.

თოფურია ძალიან ძლიერია, ფეხებს კარგად იყენებს, ყოველთვის კარგ პოზიციას არჩევს ბრძოლისას, მაგრამ მე მასზე მაღალ დონეზე ვარ, ეს ყველაფერი მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ დავამტკიცე“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

ილია თოფურია ავსტრალიელ ჩემპიონთან დაპირისპირებას წაუგებლად ხვდება. MMA-ის სხავდასხვა ორგანიზაციაში მას 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ვოლკავნოვსკის, კარიერის მანძილზე ის ოქტაგონზე 29-ჯერ გავიდა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა, თუმცა არასდროს UFC-ის ქვემსუბუქ წონაში.