ალექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები კურსის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ სამხედროებს კონტროლი აქვთ აღებული კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტზე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„უკრაინული ქვედანაყოფები განაგრძობენ ოპერაციებს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ამ დღის განმავლობაში ჩვენი ჯარები დაწინაურდნენ ერთიდან სამ კილომეტრამდე ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე. მათ კონტროლი აიღეს 40 კვადრატულ კილომეტრზე. დღეის მდგომარეობით, კონტროლის ქვეშაა 74 დასახლებული პუნქტი. მიმდინარეობს ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე. მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობისა, სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციას“, – განუცხადა სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯარებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების აყვანისთვის.
„გმადლობთ ჩვენი პატიმართა გაცვლის ფონდის შევსებისთვის. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ შევძლოთ, ისინი გავცვალოთ ჩვენს ბიჭებში, ჩვენს ჯარისკაცებში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან საუბრისას.