ნორვეგიის ეროვნული გუნდის და „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელმა, ალექსანდერ სორლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერლინგ ჰალანდის არყოფნაში თავს კომფორტულად გრძნობს.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. როცა სათამაშო დრო არ მაქვს, ეს ძალიან მოსაწყენია – გუნდისთვის ასე მნიშვნელოვან ფიგურად თავს არ გრძნობ. ნორვეგიის შემადგენლობაში შაბათს ესპანეთთან 0:3 წაგებული შეხვედრის მეორე ტაიმში დიდი შანსი მქონდა 0:1-ზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი.
სამშაბათს საქართველოს წინააღმდეგაც ჰალანდის გარეშე ვითამაშებთ. როცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს კარგავ, ეს დიდი დანაკლისია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ბევრ გოლს იტანს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ზედმეტად დამოკიდებული არ გავხდეთ დიდ მოთამაშეებზე, მაგრამ ახლა არჩევანი არ გვაქვს“, – ამბობს ალექსანდერ სორლოტი.
საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩი ბათუმის სტადიონზე 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.