ალექსანდერ ჩეფერინი - უეფა და საფეხბურთო სამყარო გაერთიანდა სუპერლიგის სამარცხვინო პროექტის წინააღმდეგ #1TVSPORT
ალექსანდერ ჩეფერინი - უეფა და საფეხბურთო სამყარო გაერთიანდა სუპერლიგის სამარცხვინო პროექტის წინააღმდეგ #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპის სუპერლიგის შესახებ ისაუბრა და ორგანიზატორები გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპის 12-მა გრანდმა ახალი ტურნირის შექმნა დააანონსა.

ამ გადაწყვეტილებამ ფეხბურთის არაერთი გულშემატკივრის, სპეციალისტის და მოთამაშის კრიტიკა დაიმსახურა და სოციალურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩეფერინი კი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლა დაადასტურა, ამ გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა.

„უეფა და საფეხბურთო სამყარო გაერთიანდა იმ სამარცხვინო პროექტის წინააღმდეგ, რომელიც გაუმაძღრობით სავსე კლუბებმა შექმნეს. ეს იდეა ფეხბურთის მოყვარულებთან ერთად, საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს და ჩვენ არ მივცემთ მათ იმის უფლებას, რომ ფეხბურთი წაგვართვან. ჩვენთან ერთად არის ინგლისის ასოციაციის თასი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია ა და ფიფა. ყველანი წინააღმდეგი ვართ ამ ცინიკური გეგმის და არ დავუშვებთ მის განხორციელებას“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა.

ჩეფერინმა ამ 12 გუნდის ფეხბურთელებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ამ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლა აეკრძალებათ.