ცნობილი გახდა ევროპის სუპერლიგის ფორმატი #1TVSPORT
ცნობილი გახდა ევროპის სუპერლიგის ფორმატი #1TVSPORT

გამოცხადდა, რომ ოფიციალურად დაარსდა ახალი საფეხბურთო ტურნირი – ევროპის სუპერლიგა, რომლის რიგებში ჯერ გაერთიანებულია 12 გუნდი – „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

რა თქმა უნდა, მთავარი კითხვაა – როგორი იქნება ტურნირის ფორმატი.

* პირველ სეზონში ითამაშებს 20 კლუბი. აქედან 15 იქნება დამფუძნებელი და ხუთი დამატებითი გუნდი, რომელთა შემადგენლობა შეიცვლება გასული სეზონის შედეგების მიხედვით.

* ყველა მატჩი გაიმართება კვირის შუაში. ყველა კლუბი გააგრძელებს გამოსვლას თავის ეროვნულ ჩემპიონატში, რითაც შენარჩუნებული იქნება ტრადიციული კალენდარი, რომელიც საფუძვლად უდევს საკლუბო ცხოვრებას.

* სეზონი დაიწყება აგვისტოში. 20 გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა (თითოში 10 გუნდი). ისინი ორ წრედ ითამაშებენ. სამ-სამი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა მეოთხედფინალში. ჯგუფებში მეოთხე და მეხუთე გუნდები დამატებით ორმატჩიან პლეი ოფს ითამაშებენ.

* პლეი ოფი დაიწყება მეოთხედფინალური ეტაპიდან. ყოველი ეტაპი ორმატჩიანი იქნება. ფინალი მაისის ბოლოს ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.