უეფა-ს აღმასკომმა ხმა მისცა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას #1TVSPORT
უეფა-ს აღმასკომმა ხმა მისცა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას #1TVSPORT

19 აპრილს, შვეიცარიაში უეფა-ს აღმასკომმა მხარი დაუჭირა 2024 წლისთვის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას. ამის შესახებ გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა.

განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე არა 32, არამედ 36 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი არ დაიყოფიან ჯგუფებად და ერთმანეთში ითამაშებენ ე. წ. შერჩევითი პრინციპით. თითო გუნდს მოუწევს 10 თამაშის ჩატარება, რის შემდეგაც, რვა საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, ევროპის 12-მა გრანდმა ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადა.