ალექსანდერ ჩეფერინი - 2027 წელს უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ ვიქნები #1TVSPORT
პარიზში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესი გაიმართა, სადაც უეფა-ს დელეგატებმა ორგანიზაციის პრეზიდენტს უფლება მისცეს, თანამდებობაზე კენჭი კიდევ ერთხელ, 2027 წელსაც ეყარა.
მიუხედავად დელეგატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, უეფა-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ 2027 წელს პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს.
„ექვსი თვის წინ გადავწყვიტე, რომ კენჭს აღარ ვიყრი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველა ორგანიზაციას სჭირდება განახლება, ახალი სისხლი. მთავარი მიზეზი კი ოჯახისგან შორს ყოფნაა, შვიდი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად ვერ ვატარებდი დროს. ჩემი გადაწყვეტილების გაჟღერება დღევანდელ კონგრესამდე არ მინდოდა“, – განაცხადა ჩეფერინმა.
ალექსანდერ ჩეფერინი უეფა-ს პრეზიდენტი 2016 წლიდანაა. მესამე ვადით ის 2023 წლის 5 აპრილს აირჩიეს.