ალექს ვოლკანოვსკიმ ოთხი სასურველი მეტოქე დაასახელა, ავსტრალიელს კუნძულზე ბრძოლა სურს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქი (Featherweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ ოთხი სასურველი მეტოქე დაასახელა. ავსტრალიელმა ჩემპიონის ტიტული 2019 წლის დეკემბერში მოიპოვა, როდესაც მაქს ჰოლოვეი დაამარცხა. ამერიკული მედია სულ უფრო ხშირად წერდა მებრძოლებს შორის სწრაფ რემატჩზე, თუმცა კორონავირუსმა ყველა გეგმა არია.
დანა ვაიტმა არაერთხელ ისაუბრა კერძო კუნძულზე ზაფხულში ბრძოლების ჩატარებაზე. ვოლკანოვსკისაც სწორედ იქ სურს პირველად დაიცვას ჩემპიონის ტიტული. ალექსმა ოთხი სასურველი მეტოქეც დაასახელა: მაქს ჰოლოვეი, ბრაიან ორტეგა, „კორეელი ზომბი“ და ზაბიტ მაგომედშარიპოვი. ავსტრალიელი იმედოვნებს, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა, ამ ოთხი მებრძოლიდან ერთ-ერთთან გამოსცადოს ძალა ოქტაგონზე.