ალეგრის ბედი მომავალ 48 საათში გადაწყდება
ალეგრის ბედი მომავალ 48 საათში გადაწყდება

იტალიურ პრესაში უკვე აქტიურად წერენ იუვენტუსიდან მასიმილიანო ალეგრის წასვლის შესახებ.

სპორტ მედიასეტის ინფორმაციით, მასიმილიანოს მომავალი მომდევნო 48 საათში გაირკვევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ ალეგრის შეხვედრა ჰქონდა კლუბის პრეზიდენტთან, სადაც მათ იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეებზე ისაუბრეს. ეს ყველაფერი კი მასიმილიანოს წასვლას სათუოს ხდის.
შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ ტურინულ გრანდში ზედიზედ ხუთჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ამასთან, იტალიელმა ბებერი ქალბატონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

იმ შემთხვევაში, თუ ალეგრი იუვეს დატოვებს, ბიანკონერის, დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე ჩაიბარებს.