ალეგრიმ მესიზე და რონალდოზე ისაუბრა
ალეგრიმ მესიზე და რონალდოზე ისაუბრა

ტურინის იუვენტუსის თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მათ ჩანაცვლებას ალბათ ვერავინ შეძლებს.

„პელესა და მარადონას შემდეგ ყველა ამბობდა, რომ მათ ვერავინ შეცვლიდა, ახლა კი, 21-ე საუკუნეში, მესისა და რონალდოს ეპოქაა. მათ მოახერხეს ის, რომ ფეხბურთში მათი სახელები სამუდამოდ დარჩება. ვინ ჩაანაცვლებს მათ? არ ვიცი, ალბათ კარგა ხანს ვერავინ. შორეული მომავალი გვიჩვენებს ამას. ლეოზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან არასდროს მიმუშავია მასთან, აი როანლდოს კი თითქმის ცხრა თვეა, ვწვრთნი. ეს სავსებით საკმარისია იმის დასანახად, რომ იგი ძალიან ძლიერია და ასეთ დონეზე თამაშს კიდევ შეძლებს უახლოესი წლების მანძილზე. მისი წარმატების საიდუმლო ალბათ ყველამ იცით“, – განაცხადა ალეგრიმ.

როგორც იცით, თანამედროვე ფეხბურთის ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავიდან პორტუგალიელი 34 წლისაა, არგენტინელი კი 32-ის ივნისში გახდება.