ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ თამაში შეაფასა და თავის გუნდს თამაში მოუწონა. გარდა ამისა, იტალიელმა კომენტარი ტრავმირებულ ფეხბურთელთა ნაწილზეც გააკეთა.
„გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა, სოლიდური, მყარი, ტექნიკური და მეტოქეს კარში ერთხელაც არ დაარტყმევინა. დარწმუნებული ვიყავი, რადგან „უდინეზესთანაც“ თითქმის ამ შემადგენლობით ვითამაშეთ.
კინი? გოლი ასე არ უნდა აღენიშნა, ეს არის ბიჭი, რომელსაც ბევრი რამ სასწავლი აქვს, თუმცა, ცხადია პუბლიკის გარკვეული რეაქციები თავიდან უნდა აიცილოს. რაც შეეხება თამაშს, მეორე ტაიმის უკეთესი იყო, რადგან პირველ ტაიმში ტექნიკური შეცდომები გვქონდა.
ლაზარეთიდან კარგი ამბებია. მანჯუკიჩი უკვე გამოჯანმრთელდა, სპინაცოლამ დღეს დილით უკვე ივარჯიშა და შაბათის მატჩისთვის მზად იქნება. დუგლას კოშტა ახლოსაა დაბრუნებასთან, ხოლო დიბალა ხვალ ან ზეგ გუნდთან ერთად იქნება.
დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენი კალენდარი რთულია და ჩემპიონთა ლიგა დიდ ენერგიას მოითხოვს. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან შაბათს „იუვე“ – „მილანი“ გველოდება“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 30 ტურის შემდეგ 81 ქულა აქვს და „ნაპოლის“ ამ დროისთვის 18 ქულით უსწრებს.