ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ თავის გუნდის თამაში შეაფასა. ალეგრის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.
„ეს გუნდი ბევრი მაღალი კლასის მოთამაშითაა დაკომპლექტებული და აქვს ხასიათი. გამარჯვებისთვის საჭიროა ბოლომდე ბრძოლა, ფიზიკური მომზადება და ეს ყველაფერი ჩემმა ფეხბურთელებმა გამოავლინეს. ჩვენ ვითამაშეთ ძალიან რთულ გარემოში. მეორე ტაიმში საწყისი ათი წუთი მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, მაგრამ თავი კარგად დავიცავით და ჩვენი შანსი გამოვიყენეთ.უფრო ადრეც უნდა გაგვეზარდა ანგარიში, თუმცა გუნდმა საერთო ჯამში კარგად ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 14 ტურში მოპოვებული 40ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.