როგორც მოგეხსნებათ, პრესაში ძალიან ბევრი იწერება ალეგრის „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ.
„ტუტოსპორტის“ (Tuttosport) ინფორმაციით, „იუვენტუსი“ მასიმილიანოს შემცვლელს აქტიურად ეძებს. განიხილება პეპ გვარდიოლას ვარიანტი, მაგრამ ესპანელი ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტის“ სავარაუდოდ არ დატოვებს.
„ბიანკონერი“ მაურისიო სარის ვარიანტსაც განიხილავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონის „ჩელსის“ ერიკ ტენ ჰააგის დანიშვნა სურს მთავარ მწვრთნელად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარი თანამდებობიდან გაათავისუფლონ, რადგან მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.
ამასთან, „ჩელსი“ ახლოსაა ევროპის ლიგის მოგებასთანაც. თუ ლონდონელებმა აღნიშნული ტიტული ვერ მოიგეს, სარის ტურინში გადასვლის შანსები უფრო გაიზრდება.