ალეგრი - შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ
ალეგრი - შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აიაქსთან დაპირისპირებამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მოსალოდნელი იყო, რომ მანჯუკიჩი განაცხადში ვერ მოხვდებოდა. ჯერ კიდევ ვყოყმანობ, ვინ დავაყენო ძირითადში. შეიძლება დიბალა ან კინი. თავდასხმის მიხედვით გადავწყვეტ, დე შილიო დადგეს მარჯვნივ თუ კანსელო. კრიშტიანო ძალიან ბევრს მუშაობს. ის გარკვეულ მომენტებში შეუჩერებელია. რაც დანამდვილებით ვიცი ის არის, რომ ალექს სანდრო სასტარტოდან დაიწყებს. მოწინააღმდეგეს უდიდესი პატივი უნდა ვცეთ. თუ დიბალა ითამაშებს, ის კაპიტანი იქნება, სხვა შემთხვევაში ბონუჩი მოირგებს სამკლავურს. კოშტა კარგ კონდიციებში არ იმყოფება. ვიმედოვნებ, რომ ბოლო ვარჯიშზე მაჩვენებს ბოლო 30 წუთის მანძილზე თამაშის შესაძლებლობას. თუ დე იონგი ითამაშებს, იგი წნეხში უნდა ვამყოფოთ. მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვჭირდება. ვიცი, რომ ორივე კლუბს ძალინ სწყურია თასის აწევა. ჩვენ უკანასკენლი წლების მანძილზე ახლოს ვიყავით და წელს ამ სურვილის ასრულება გვინდა. ძალიან რთული საღამო გველის. იმ შემართებით ვითამაშებთ, როგორც ატლეტიკოსთან. აუცილებელია, რომ წინა თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ“, – განაცხადა ალეგრიმ.