ალეგრი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი მეოთხედ გახდა
ალეგრი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი მეოთხედ გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, სერია A-ში წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მიიღო. მისი კონკურენტები „ნაპოლის“ ექს-დამრიგებელი მაურიციო სარი და „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი იყვნენ.

ალეგრიმ რეკორდი დაამყარა – ის მეოთხედ გახდა იტალიის საუკეთესო მწვრთნელი, რითაც გაუსწრო მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოსა და ანტონიო კონტეს, რომლებსაც ეს ჯილდო სამ-სამჯერ აქვთ მოგებული.

ალეგრის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული სამჯერ აქვს მოპოვებული „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ერთხელ – „კალიარის“ თავკაცის რანგში.

გასულ სეზონში „იუვენტუსი“ ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი.