ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცმ მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის დიბალასა და კანსელუს მომავალზე.
„შემდეგი შეხვედრა „რომას“ წინააღმდეგ გვაქვს. ვიცით, რომ „ოლიმპიკოზე“ შესანიშნავი გარემო დაგხვდება. რომაელებს მოგება ძალიან სჭირდებათ და სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გაიღებენ.
ჩვენ რამდენიმე მოთამაშე დაგვიბრუნდა, მათ შორის ალექს სანდრო, ბენტანკური, დიბალა და ემრე ჯანი. მინდა გითხრათ, რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ“, – განაცხადა ალეგრიმ.
„რომა“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.