გავრცელებული ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ სეზონის დამთავრებისთანავე დატოვებს.
შესაბამისად, „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებაშია და რამდენიმე კანდიდატსაც ასახელებს, მათ შორის არიან მაურისიო სარი, პოჩეტინო, კონტე, მიხაელოვიჩი, სიმონე ინძაგი, გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო.
ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩმა პრესასთან მწვრთნელის თაობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ახალ მწვრთნელს ვეძებთ. საჭიროა ცოტაოდენი მოთმინება, რადგან სწორი გადაწყვეტილების მიღება გვმართებს, რომ შემდგომში ყველა კმაყოფილი ვიყოთ“, – განაცხადა პარატიჩმა.