მერსესაიდული ლივერპულის ესპანელი მცველი ალბერტო მორენო ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, იტყობინება პორტუგალიური გამოცემა ბოლა.
26 წლის მორენოს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და უკვე ცნობილია, რომ გახანგრძლივებას არ ექვემდებარება.
საინტერესოა, რომ ბარსელონა აქტიურად ეძებს ჟორდი ალბას შემცვლელს და სავარაუდოდ ეს სწორედ ალბერტო მორენო იქნება, რომელიც კატალონიელებს უფასოდ შეუერთდება.
მორენო ლივერპულის ღირსებას 2014 წლიდან იცავს, თუმცა მისთვის ესპანური ფეხბურთი უცხო სულაც არ არის: 2012-2014 წლებში ის სევილიას ღირსებას იცავდა.