ალბერტო ჯილარდინომ კარიერა დაასრულა
ალბერტო ჯილარდინომ კარიერა დაასრულა

ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ალბერტო ჯილარდინომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, – წერს იტალიური მედია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი აპირებს სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს. მან შესაბამისი ლიცენზია უკვე მიიღო. ამ სეზონში ის არც ერთ კლუბში არ იმუშავებს და გეგმაში ფეხბურთის ტრიბუნებიდან ყურება აქვს, რის შემდეგაც შეთავაზებებს დაელოდება.

36 წლის ფეხბურთელს გრძელი და მდიდარი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მას უთამაშია – „პიაჩენცაში“, „ვერონაში“, „პარმაში“, „მილანში“, „ფიორენტინაში“, „ჯენოაში“, „ბოლონიაში“, „გუანგჯოუში“, „პალერმოში“, „ემპოლიში“, „პესკარაში“ და „სპეციაში“. ის იტალიის ნაკრების ფორვარდი იყო.

„მილანთან“ ერთად მან ჩემპონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. იტალიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასევე მის აქტივშია გამარჯვება მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ბრინჯაო 2006 წლის ოლიმპიადაზე.